ნოემბერი, 1920: ფრანგი სოციალისტები ანტანტისაგან საქართველოს დამოუკიდებლობის იურიდიულად ცნობას მოითხოვენ

გაზ. საქართველო, 1920 წლის 19 ნოემბერი, N152

საქართველოს დამოუკიდებლობა და ევროპის სოციალისტები

პარიზი. „სოციალისტურმა ჯგუფმა“ განიხილა საკითხი საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ და პიერ რენოდელის [საფრანგეთის სოციალისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, 1920 წლის სექტემბერში ევროპელ სოციალისტებთან ერთად იმყოფებოდა საქართველოში – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა] წინადადებით დაადგინა მიიღონ ყოველგვარი ზომები საქართველოს დამოუკიდებლობის დასაცავად ბოლშევიკებისა და ქემალისტების თავდასხმებიდან და აგრეთვე იშუამდგომლონ ანტანტის მთავრობის წინაშე საქართველოს დამოუკიდებლობა ცნობილ იქნას იურიდიულად  („პოსლ. ნოვოსტი“).