ცესკო: 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 3.51%-ია
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 10:00 საათისთვის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში 75 037 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც მეორე ტურზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობის 3.51%ია.
ცესკოს ცნობით, ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა – 4.7% ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების #21 ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი კი – 2.5% საბურთალოს #3 მაჟორიტარულ ოლქში.
31 ოქტომბერს, არჩევნების პირველ ტურში 10:00 საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობა 8.33% იყო, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში კი – ამ დროითვის ამომრჩეველთა აქტივობა 4.65%-ს შეადგენდა.
ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები ზუსტად 08:00 სთ-ზე გაიხსნა. 17 მაჟორიტარულ ოლქში დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სულ 2 140 210 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)