ყველა უბანი დათვლილია, ქართულმა ოცნებამ 17-ვე მაჟორიტარული ოლქი მოიგო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 17 მაჟორიტარული ოლქის 2 003 უბანი უკვე სრულად დათვლილია და წინასწარი მონაცემებით, ქართულმა ოცნებამ ყველა ერთმანდატიანი ოლქი მოიგო.

ოპოზიციას საერთო ბოიკოტის გამო მეორე ტურებში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა კანონმდებლობის თანახმად, ოპოზიციური კანდიდატების სახელები და გვარები ბიულეტენებზე მაინც დაიბეჭდა.

ცესკოს მონაცემებით, 21 ნოემბერს გამართულ მეორე ტურებში მონაწილეობა ჯამში 562 664 ამომრჩეველმა მიიღო, რაც მეორე ტურისთვის რეგისტრირებული ამომრჩევლის 26.29%-ია. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში, ჯამში ამომრჩევლის 56.11%-მა მიიღო მონაწილეობა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში კი – 37.5%-მა.

ქვემოთ თბილისსა და რეგიონებში 21 ნოემბერს გამართული მეორე ტურების წინასწარი შედეგებია მოცემული:

თბილისი

#1 მთაწმინდა-კრწანისი

  • ბექა ოდიშარია – ქართული ოცნება – 91.57% (18 769 ხმა);
  • შალვა შავგულიძე – ევროპული საქართველო – 8.43% (1 727 ხმა).

#2 ვაკე

  • ნოდარ ტურძელაძე – 93.72 % (20 549 ხმა);
  • ელენე ხოშტარია – ევროპული საქართველო – 6.28% (1 378 ხმა).

#3 საბურთალო

  • დავით სერგეენკო – ქართული ოცნება – 89.92% (24 657 ხმა);
  • ალქსანდრე ელისაშვილი – მოქალაქეები – 10.08% (2 770 ხმა).

#4 ისანი

  • კახა კახიშვილი – ქართული ოცნება – 92.15% (22 055 ხმა);
  • ხატია დეკანოიძე – ენმ-ძალა ერთობაშია – 7.85% (1 879 ხმა).

#5 სამგორი

  • სოზარ სუბარი – ქართული ოცნება – 88.68% (27, 993 ხმა);
  • ლევან ხაბეიშვილი – ენმ-ძალა ერთობაშია – 11.32% (3 573 ხმა).

#6 დიდუბე-ჩუღურეთი

  • გიორგი ვოლსკი – ქართული ოცნება – 89.95% (28 522 ხმა);
  • ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – გირჩი – 10.05% (3 188 ხმა).

#7 ნაძალადევი

  • მიხეილ ყაველაშვილი – ქართული ოცნება – 91.4% (23 629 ხმა);
  • შალვა ნათელაშვილი – ლეიბორისტული პარტია – 8.6% (2 223 ხმა).

#8 გლდანი

  • ლევან კობიაშვილი – ქართული ოცნება – 89.36% (25,474 ხმა);
  • ნიკა მელია – ენმ-ძალა ერთობაშია – 10.64% (3 032 ხმა).

რეგიონები

#10 თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხი

  • ირაკლი ქადაგიშვილი – ქართული ოცნება – 88.83% (44 616 ხმა);
  • გიორგი ბოტკოველი – ენმ-ძალა ერთობაშია – 11.17% (5 608 ხმა).

#11 მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგი

  • შალვა კერესელიძე – ქართული ოცნება – 92.53% (25 728 ხმა);
  • ცეზარ ჩოჩელი – ენმ-ძალა ერთობაშია – 7.47% (2 076).

#12 რუსთავი

  • ნინო ლაცაბიძე – ქართული ოცნება – 89.79% (35 297 ხმა);
  • დავით კირკიტაძე – ენმ-ძალა ერთობაშია – 10.21% (4 012 ხმა).

#16 ხაშური, ქარელი

  • ზაალ დუგლაძე – ქართული ოცნება – 91.72% (30 602 ხმა);
  • ნატო ჩხეიძე – ენმ-ძალა ერთობაშია – 8.28% (2 763 ხმა).

#21 ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი

  • ბეჟან წაქაძე – ქართული ოცნება – 91.94% (39 810 ხმა);
  • კახა გეწაძე – ენმ-ძალა ერთობაშია – 8.06% (3 488 ხმა).

#23 ქუთაისი

  • ზაზა ლომინაძე – ქართული ოცნება – 91.92% (29 866 ხმა);
  • გრიგოლ ვაშაძე – ენმ-ძალა ერთობაშია – 8.08% (2 626 ხმა).

#27 ზუგდიდი 

  • ირაკლი ჩიქოვანი – ქართული ოცნება – 93.88% (31 678 ხმა);
  • მალხაზ ჯალაღონია – ენმ-ძალა ერთობაშია – 6.12% (2 064).

#28 ბათუმი

  • რესან კონცელიძე – ქართული ოცნება – 87.81% (30 057 ხმა);
  • ლევან ვარშალომიძე – ენმ-ძალა ერთობაშია – 12.19% (4 172 ხმა).

#30 ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო

  • ანზორ ბოლქვაძე – ქართული ოცნება – 88.19% (32,062 ხმა);
  • მიშა ბოლქვაძე – ენმ-ძალა ერთობაშია – 11.81% (4 293 ხმა).

ორ ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვისაც. აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, ორივე ოლქი ქართული ოცნების კანდიდატებმა მოიგეს.

#28 ბათუმი

  • ტიტე აროშიძე – ქართული ოცნება – 88% (30 169 ხმა);
  • გიორგი კირთაძე – ენმ-ძალა ერთობაშია – 12% (4 115 ხმა).

#30 ხელვაჩაურის (მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეულის გარდა), ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები

  • ფრიდონ ფუტკარაძე – ქართული ოცნება – 89.18% (32 613 ხმა);
  • გია აბულაძე – ენმ-ძალა ერთობაშია – 10.82% (3 956 ხმა).

ოპოზიციამ მონაწილეობა არც აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურში მიიღო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)