PACE-ის თანამომხსენებლები პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებმა საქართველოს მონიტორინგის საკითხებში, ტიტუს კორლატეანმა (რუმინეთი) და კლოდ კერნმა (საფრანგეთი) მოუწოდეს ოპოზიციას, რომ „საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებისთვის“ საპარლამენტო ადგილები დაიკავოს.
23 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, თანამომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს, რომ პარლამენტი ერთადერთი შესაფერისი პლატფორმაა პოლიტიკური დებატებისთვის და აღნიშნეს, რომ არჩევნების შედეგად, ძლიერ ოპოზიციას შეუძლია სათანადო კონტროლი განახორციელოს.
მართალია თანამომხსენებლებმა მხარი დაუჭირეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შეფასებას, მათ რიგ დარღვევებსაც გაუსვეს ხაზი, მათ შორის, „ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებასა და ამომრჩევლებსა და პარტიულ აქტივისტებზე ზეწოლას“.
„დამკვირვებლების მიერ აღნიშნული დარღვევები სრულად უნდა მოგვარდეს. ამაში ახალმა პარლამენტმა მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს“, – დასძინეს მათ.
ასევე წაიკითხეთ:
- ევროპარლამენტარები 21 ნოემბრის მეორე ტურებზე
- ევროკავშირის წარმომადგენლობა პოლიტიკურ პარტიებს საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდებს
- ყველა უბანი დათვლილია, ქართულმა ოცნებამ 17-ვე მაჟორიტარული ოლქი მოიგო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)