საქსტატი: ოქტომბერში მშპ 3.9%-ით შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 30 ნოემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 3.9%-ით შემცირდა.
საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლება დაფიქსირდა თითქმის ყველა სექტორში, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების გარდა.
2020 წლის პირველ ათ თვეში მშპ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.1%-ით შემცირდა. 2020 წლის იანვარ-სექტემბერში იგივე მაჩვენებელი -5.0%, ხოლო იანვარ-აგვისტოში -5.6% იყო.
ასევე წაიკითხეთ:
- საქსტატი: ოქტომბერში წლიური ინფლაცია 3.8% იყო
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში
- საქსტატი: სექტემბერში ქვეყნის ეკონომიკა 0.7%-ით შემცირდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)