ფინანსთა სამინისტრომ 90 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 1 დეკემბერს გამართულ აუქციონზე 90 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა.
უწყების ცნობით, აქედან 70 მლნ ღირებულების ფასიანი ქაღალდები 2 წლიანი ვადიანობის იყო, აუქციონში მონაწილეობა 4-მა კომერციულმა ბანკმა მიიღო და მთლიანმა მოთხოვნამ 173 480 000 ლარი შეადგინა.
ამავე ინფორმაციით, აუქციონზე მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.100%, საშუალო შეწონილი 8.167%, მაქსიმალური კი – 8.190% იყო.
დანარჩენი 20 მლნ ღირებულების ფასიანი ქაღალდები 6 თვიანი ვადიანობის იყო, აუქციონში მონაწილეობა 7-მა ბანკმა მიიღო და მთლიანმა მოთხოვნმა 62 982 000 ლარი შეადგინა.
სამინისტროს ცნობით, აუქციონზე მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.040%, საშუალო შეწონილი 8.088%, მაქსიმალური კი – 8.130% იყო.
ასევე წაიკითხეთ:
- ფინანსთა სამინისტრომ 80 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა
- ფინანსთა სამინისტრომ 50 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა
- ფინანსთა სამინისტრომ 90 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)