შსს-მ 7 კგ „ჰეროინის“ უკანონო შეძენა-შენახვისთვის რუსეთის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 დეკემბრის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა 7 კგ „ჰეროინის“ უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს.
უწყების ცნობით, იგი ნარკოტიკული საშუალების გადატანის დროს ლაგოდეხი-ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე დააკავეს და 7 კგ „ჰეროინი“ მისი პირადი ხელჩანთის ჩხკრეკისას ამოიღეს. შსს-ს განცხადებით, ე.წ. შავ ბაზარზე ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ღირებულება 2 მილიონამდე ლარია.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით (მე-6 ნაწილი) მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე წაიკითხეთ:
- შსს-მ 1 კგ „ჰეროინის“ უკანონო შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავა
- შსს-მ 1 კგ ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისთვის რუსეთის მოქალაქე დააკავა
- შსს-მ 2.3 კგ ნარკოტიკის დამზადება-შეძენა-შენახვისა და რეალიზაციისთვის ყაზახეთის მოქალაქე დააკავა
- შსს-მ 4 კგ-მდე ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)