საქსტატი: 2020 წლის III კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 302.6 მლნ აშშ დოლარი იყო
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 9 დეკემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2020 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოურიინვესტიციების მოცულობამ 302.6 მლნაშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23.6%-იანი კლებაა.
საქსტატის ინფორმაციით, საერთო მაჩვენებლის კლება გამოიწვია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებამ სასტუმროებისა და რესტორნების, ტრანსპორტისა და უძრავი ქონების კატეგორიებში.
თუმცა, მიმდინარე წლის მეორე კვარტალთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2020 წლის მესამე კვარტალში 25.2%-ით გაიზარდა.
2020 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი ოდენობა – 117.7 მლნ აშშ დოლარი – საქართველომ გაერთიანებული სამეფოდან მოიზიდა. მას მოჰყვება ნიდერლანდები – 79.3 მლნ აშშ დოლარით და აშშ- 24.2 მლნ აშშ დოლარით.
დანარჩენი მსხვილი ინვესტორი ქვეყნები არიან: იაპონია – 15.6 მლნ აშშ დოლარი; პანამა – 14.6 მლნ აშშ დოლარი; არაბთა გაერთიანებული საამიროები – 9.7 მლნ აშშ დოლარი; ლუქსემბურგი – 8.3 მლნ აშშ დოლარი; თურქეთი – 7.8 მლნ აშშ დოლარი; ჩეხეთის რესპუბლიკა – 5.6 მლნ აშშ დოლარი; რუსეთი – 5.3 მლნ აშშ დოლარი.
რაც შეეხება სექტორებს, 2020 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი – 128.3 მლნ აშშ დოლარი – საფინანსო სექტორმამიიღო; შემდეგ მოდის ენერგეტიკა – 37.1 მლნ აშშ დოლარი; დამამუშავებელი მრეწველობა – 36.6 მლნ აშშ დოლარი; სამთომოპოვებითი მრეწველობა – 31 მლნ აშშ დოლარი; უძრავი ქონება – 20.6 მლნ აშშ დოლარი; კავშირგაბმულობა – 14.9 მლნ აშშ დოლარი; სასტუმროები და რესტორნები – 7.9 მლნ აშშ დოლარი; ჯანდაცვა და სოციალური დახმარება – 2.7 მლნ აშშ დოლარი; სოფლის მეურნეობა და თევზჭერა – 1.6 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი სექტორები – 21.8 მლნ აშშ დოლარი.
ასევე წაიკითხეთ:
- საქსტატი: 2020 წლის II კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 237.8 მლნ აშშ დოლარი იყო
- წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის I კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 165.4 მლნ აშშ დოლარი იყო
- საქსტატი: 2019 წლის III კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 417.3 მლნ აშშ დოლარი იყო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)