ნოე რამიშვილი: უცხოელ ბოლშევიკებს ქვეყნიდან გავაძევებთ
გაზ. ბათუმის ფურცელი, 1920 წლის 16 დეკემბერი, N82
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება
უკანასკნელ დროთა განმავლობაში გამოირკვა, რომ საქართველოში მცხოვრები უცხოეთის ქვეშევრდომნი იღებენ მონაწილეობას პოლიტიკურ ორგანიზაციებში და იღწვიან რესპუბლიკაში არსებულ სახელმწიფო წეს-წყობილების დასაქცევად. თანახმად დამფუძნებელ კრების დეკრეტისა (21 ნოემბერს 1919 წ.) ვაცხადებ, რომ გამოცემულია ბრძანება ზემო დასახელებულ უცხოელთა რესპუბლიკის საზღვრებიდან გადასახლების შესახებ. მათგან განთავისუფლებული ბინები კი გადაეცემა შრომის სამინისტროსთან არსებულ საბინაო კომისიას რომელიც ამ ბინებს გაუნაწილებს იმ მუშებს, რომლებიც საცხოვრებელ ბინებს საჭიროებენ.
შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი