საქსტატი: 2020 წლის მესამე კვარტალში მშპ 5.6%-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 18 დეკემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2020 წლის მესამე კვარტალში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.6%-ით შემცირდა.

2020 წლის მესამე კვარტალში მშპ-ის მოცულობა მიმდინარე ფასებში 13.33 მლრდ ლარს გაუტოლდა, ხოლო დეფლატორი 5.9%-ით გაიზარდა.

საქსტატის ინფორმაციით, კლება აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობები – 53.1%; ტრანსპორტი და დასაწყობება – 25%; ხელოვნება, გართობა და დასვენება – 32.4%; ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები – 49%; პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 12.5%; ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 11.5%; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 4.4%.

ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება – 4.3%; ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები – 6.6%; განათლება – 5.6%; სამთომოპოვებითი მრეწველობა – 14.7%; მშენებლობა – 2%; სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა – 1.5%.

2020 წლის მესამე კვარტლის დაზუსტებული მონაცემები 2021 წლის 15 ნოემბერს გამოქვეყნდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)