საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2020 წლის იანვარ-ნოემბერში
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 21 დეკემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2020 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14.6%-ით შემცირდა და 10.2 მილიარდი აშშ დოლარი გახდა.
2020 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტის მოცულობა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11.3%–ით შემცირდა და 3.02 მილიარდი აშშ დოლარი გახდა. იმპორტის მოცულობა 15.9%-ით შემცირდა და 7.19 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი – 4.17 მილიარდი აშშ დოლარი იყო, რაც 2020 წლის იანვარ-ნოემბრის საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.9%-ია.
2020 წლის იანვარ-ნოემბერში 1.43 მილიარდი აშშ დოლარით თურქეთი კვლავ საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება. შემდეგ მოდის: რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი და აშშ 1.19 მლრდ, 1.09 მლრდ, 831.3 მლნ და 568.4 მლნ აშშ დოლარით.
445.9 მლნ აშშ დოლარით ექსპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი ჩინეთია. შემდეგ მოდის: აზერბაიჯანი, რუსეთი, ბულგარეთი და უკრაინა 399.6 მლნ, 396.6 მლნ, 282.9 მლნ და 190 მლნ აშშ დოლარით.
იმპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აშშ და აზერბაიჯანი 1.26 მლრდ, 789.1 მლნ, 646.3 მლნ, 490.5 მლნ და 431.7 მლნ აშშ დოლარით.
2020 წლის იანვარ-ნოემბერში 677.2 მლნ აშშ დოლარით უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფი სპილენძის მადნები და კონცენტრანტები იყო. შემდეგ მოდის: მსუბუქი ავტომობილები (რეექსპორტი) – 364.8 მლნ აშშ დოლარი; ფეროშენადნობები – 231.6 მლნ აშშ დოლარი; ღვინო – 186.2 მლნ აშშ დოლარი; სპირტიანი სასმელები – 115.9 მლნ აშშ დოლარი; მინერალური და მტკნარი წყლები – 105.3 მლნ აშშ დოლარი; ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები – 87.6 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 86.9 მლნ აშშ დოლარი; ოქრო – 86.2 მლნ აშშ დოლარი; თხილი – 81.3 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 993.5 მილიონი აშშ დოლარი.
2020 წლის იანვარ-ნოემბერში 680.7 მლნ აშშ დოლარით მსუბუქი ავტომობილები საიმპორტო სიის სათავეშია. შემდეგ მოდის: სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 494.2 მლნ აშშ დოლარი; ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 451 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 280.7 მლნ აშშ დოლარი; ნავთობის აირები – 248.1 მლნ აშშ დოლარი; სატელეფონო აპარატები – 149.4 მლნ აშშ დოლარი; ხორბალი და მესლინი – 97.7 მლნ აშშდოლარი; სიგარეტი – 75 მლნ აშშ დოლარი; საბურავები – 61 მლნ აშშ დოლარი; ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები – 54.1 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 4.57 მლრდ აშშ დოლარი.
ასევე წაიკითხეთ:
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში
- საქსტატი: 2020 წლის III კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 302.6 მლნ აშშ დოლარი იყო
- საქსტატი: ნოემბერში წლიური ინფლაცია 3.8% იყო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)