ეროვნულმა ბანკმა 30 მლნ აშშ დოლარი გაყიდა
ეროვნულმა ბანკმა 30 დეკემბერს გამართულ სავალუტო აუქციონზე გატანილი 30 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.
სებ-ის ცნობით, აუქციონზე საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი 3.2752 ლარი იყო.
ეს 2020 წლის 13 მარტიდან დღემდე, უკვე 26-ე აუქციონია, სადაც სებ-მა ჯამში 873 222 000 დოლარი გაყიდა.
მოცემული მომენტისთვის 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2795 ლარია. ეროვნულ ბანკის ცნობით, 31 დეკემბერს 1 აშშ დოლარი 3.2766 ლარი ეღირება.
ასევე წაიკითხეთ:
- ეროვნულმა ბანკმა 19.8 მლნ დოლარი გაყიდა
- ეროვნულმა ბანკმა 46.6 მლნ აშშ დოლარი გაყიდა
- ეროვნულმა ბანკმა 30 მლნ აშშ დოლარი გაყიდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)