ნოე ჟორდანია ჯარსა და გვარდიას ახალ წელს ულოცავს
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1921 წლის 1 იანვარი, N1
სალამი საქართველოს შეიარაღებულ ძალის – ჯარს და გვარდიას
საქართველოს დამოუკიდებლობის თავდადებულ დარაჯთ – სახელოვან ჯარს და გვარდიას მოულოცავ ახალწელიწადს და ვუსურვებ წელსაც ისე მამაცურად მდგარიყვნენ თავის პოსტზე, როგორც იდგენ წინა წლებში.
საქართველოს დემოკრატია, მთელი ჩვენი ერი თქვენ შემოგყურებთ, თქვენზე ამყარებს თავის იმედებს და თქვენ ამ იმედს სავსებით გაამართლებთ – სამშობლოს კერას ძველებურად, ქართველურად დაიცავთ და მით თავის მოვალეობას ბოლომდის შეასრულებთ.
გაუმარჯოს საქართველოს ლაშქარს, გაუმარჯოს ჩვენ ჯარს და გვარდიას.
მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია