საქსტატი: ნოემბერში მშპ 7.7%-ით შემცირდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 31 დეკემბერს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ნოემბერში მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ), წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 7.7%-ით შემცირდა.
ზოგადი შემცირების ფონზე, საქსტატის თანახმად, ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობათა, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ასევე წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის სფეროებში.
ამასთან, საქსტატის ცნობით, იანვარი-ნოემბრის პერიოდში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მშპ 5.9%-ით შემცირდა. შედარებისთვის, იანვარ-ოქტომბერში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 5.1%-ით შემცირდა, იანვარ-სექტემბერში – 5%-ით, ხოლო იანვარ-აგვისტოში -5.6%-ით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)