ეროვნულმა ბანკმა 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა

ეროვნულმა ბანკმა 6 იანვარს გამართულ სავალუტო აუქციონზე გატანილი 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

სებ-ის ცნობით, აუქციონზე საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი 3.2998 ლარი იყო.

ეს 2021 წლის პირველი აუქციონია.

ეროვნული ბანკის ცნობით, 1 აშშ დოლარი 7 იანვარს  3.3001 ლარი ეღირება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)