მოკავშირე სახელმწიფოს ლიდერები სააქართველოს იურიდიულად აღიარების საკითხს განიხილავენ
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1921 წლის 6 იანვარი, N4
საქართველოს საკითხი
ანტანტის ქვეყნების – ინგლისის, საფრანგეთისა და იტალიის პრემიერ მინისტრთა მომავალი თათბირი დეკემბრის უკანასკნელ რიცხვებში განზრახული იყო, ქალაქ ნიცაში. სხვა საკითხთა შორის ამ კონფერენციაზე უნდა განეხილათ ამიერკავკასიისა და საქართველოს საკითხები.