ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურად მდივნად მეორედ აირჩიეს
ზურაბ პოლოლიკაშვილი 19 იანვარს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურ მდივნის თანამდებობაზე 2022-2025 წლებისთვის ხელმეორედ აირჩიეს.
პოლოლიკაშვილმა, რომელიც ამ პოსტზე საქართველომ წარადგინა ორგანიზაციის 113-ე სხდომაზე აღმასრულებელმა საბჭომ ფარული კენჭისყრით ხმების 76%-ით აირჩია. მისი კონკურენტი ბაჰრეინის სამეფოს მიერ ნომინირებული კანდიდატი შაიხა მაი ბინთ მოჰამედ ალ ხალიფა იყო.
აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილება დასამტკიცებლად გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეას 24-ე სესიაზე წარედგინება, რომელიც მაროკოში წლის ბოლოს გაიმართება.
„ეროვნული ინტერესების დღის წესრიგის სათავეში ტურიზმის დაყენება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, რამდენადაც ჩვენ ერთობლივად ვცდილობთ [კოვიდ-19-ის პანდემიის] კრიზისიდან გამოსვლას“, – დაწერა Twitter-ზე პოლილიკაშვილმა ხელახლა არჩევამდე.
The #UNWTO Executive Council has voted for Secretary-General @pololikashvili to lead #UNWTO for four more years, with Members backing his vision for the ‘restart and rethink’ of tourism.
The election concluded the 113 #UNWTOEC where we advance and lead the #RestartTourism. pic.twitter.com/OpSa8spdN5
— World Tourism Organization (@UNWTO) January 19, 2021
2018 წელს, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად არჩევამდე, პოლოლიკაშვილი 2012-2017 წლებში ესპანეთში საქართველოს ელჩი იყო. უფრო ადრე, 2009-2010 წლებში იგი ეკონომიკის მინისტრი იყო, 2005-2006 წლებში კი – მას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია გაეროს სპეციალიზებული სააგენტოა, რომელიც პასუხისმგებლიანი, მდგრადი და საყოველთაო ტურიზმის პოპულარიზაციაზეა პასუხისმგებელი. ორგანიზაცია 159 ქვეყანის, 6 ასოცირებული და 500 აფილირებული წევრისგან შედგება,რომლებიც კერძო სექტორს, საგანმანათლებლო ინსტიტუტებს, ტურიზმის ასოციაციებსა და ადგილობრივ ტურისტულ ორგანოებს წარმოადგენენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)