ერიკ ფუხაევი ბიბილოვის თანაშემწედ დაინიშნა 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა 20 იანვარს ყოფილი „პრემიერ-მინისტრი“ ერიკ ფუხაევი „პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩევლად“ დანიშნა.

ფუხაევმა „პრემიერ-მინისტრის“ პოსტი 2020 წლის 28 აგვისტოს, ფართომასშტაბიანი ქუჩის აქციების საპასუხოდ დატოვა, რომელიც  რეგიონის „შინაგან საქმეთა მინისტრის“ იგორ ნანიევის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ინალ ჯაბიევის გარდაცვალების გამო იმართებოდა.

ფუხაევის გადადგომას იმავე დღეს „მთავრობის“ დათხოვნის თაობაზე ბიბილოვის გადაწყვეტილება მოჰყვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)