23.01.1921: რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალთა მთავარსარდლად ილია ოდიშელიძე დაინიშნა
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1921 წლის 25 იანვარი, N17
რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის განკარგულებანი
23 იანვარი, 1921 წ., N1.
მთავრობის მიმდინარე წლის 22-ს დადგენილების თანახმად გენერალი ილია ზურაბის ძე ოდიშელიძე დაინიშნოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად.
მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია