1921: მოკავშირეთა უმაღლესი საბჭოს 26 იანვრის სხდომაზე საქართველოს იურიდიულად აღიარების საკითხს განიხილავს

გაზ. ერთობა, 1921 წლის 30 იანვარი, N22

საქართველოს იურიდიულად ცნობის საკითხი

(ფრანგული ცნობიდან)

ლიონი. 23 იანვარი.

თანახმად კონფერენციის დადგენილებისა  – იცნონ საქართველო იმ შეთხვევაში, თუ უკანასკნელი ამის შესახებ სათანადო ფორმალურ მოთხოვნილებას წარადგენს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიმართა უმაღლეს საბჭოს ოფიციალური თხოვნით საქართველოს რესპუბლიკის ცნობის შესახებ [საქართველოს დეპეშათა სააგენტო].

[მოკავშირეთა უმაღლესი საბჭოს სხდომა, რომელზეც საქართველოს საკითხი განიხილებოდა 1921 წლის 26 იანვარს ჩაინიშნა – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა].