დოკუმენტი: საქართველოს დე იურე აღიარების წერილი
მოკავშირეთა კონფერენცია
თავმჯდომარე
პარიზი, 27 თებერვალი 1921
ბატონო მინისტრო,
მიიღეთ რა მხედველობაში 26 იანვრით დათარიღებული უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება, რითაც გადაწყდა საქართველოს დამოუკიდებლობის დე იურე აღიარება მაშინვე, როგორც კი ქვეყანა ოფიციალურად განაცხადებდა ამის სურვილს, თქვენ ინებეთ და ოფიციალურად მომმართეთ საქართველოს მთავრობისა და ხალხის სურვილით, იყონ აღიარებული დე იურე მოკავშირე სახელმწიფოების მხრიდან.
მე მოვახსენე თქვენი წერილის შესახებ კონფერენციას; მან ერთხმად მიიღო საქართველოს მთავრობის დე იურე აღიარების გადაწყვეტილება.
მოკავშირე სახელმწიფოები ბედნიერნი არიან კვლავაც დაადასტურონ ის ღრმა თანაგრძნობა, რითაც ჩვენ თვალს ვადევნებდით ქართველი ხალხის ძალისხმევას დამოუკიდებლობის მისაღწევად და უკვე მიღწეული წარმატებებით ჩვენი აღფრთოვანება.
მიიღეთ, ბატონო მინისტრო, ჩემი უღრმესი პატივისცემის დასტურად,
ხელმოწერა
(არისტიდ ბრიანი)
მის აღმატებულებას
ბატონ გეგეჭკორს,
საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს