საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ბრიუსელს სტუმრობს
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი 25-30 იანვარს ბრიუსელს სტუმრობს, სადაც იგი უკვე შეხვდა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, საჰაერო ძალების მარშალს სტიუარტ პიჩს, ნატოს ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდალს გენერალ ტოდ ვოლტერს, სპეციალური ოპერაციების შტაბის მეთაურს გენერალ-ლეიტენანტ ერიკ ვენდტს და ვიდეო ფორმატში აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ მარკ მილის ესაუბრა.
საუბრისას, გენერალმა მათიაშვილმა და გენერალმა მილიმ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, ასევე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მიმდინარეობასა და 2021 წელს, მისი დასრულების შემდეგ, საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისა და ახალ ეტაპზე გადასვლის გეგმებზეც იმსჯელეს.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ბრიუსელში ნატოს შტაბბინას 27 იანვარს, ეწვია, სადაც ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ სტიუარტ პიჩს შეხვდა.
შეხვედრაზე გენერალმა მათიაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერთგულება ავღანეტში ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიისადმი“. საქართველოს თავდაცვის უწყების ცნობით, მხაარეებმა ერთობლივი სამხედრო სწავლებების მნიშვნელობასა გაუსვეს ხაზი.
საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსი ასევე დაესწრო ნატოს თავდაცვის მეთაურების სამხედრო კომიტეტის სხდომას, სადაც ავღანეთში ალიანსის მისიის ამჟამინდელი სტატუსი შეაფასეს.
ბელგიაში ვიზიტის ფარგლებში, გენერალი მათიაშვილი მონსში, მეკავშირეთა გაერთიანებულ სარდლობის მთავარ ოფისშიც იმყოფებოდა, სადაც ნატოს ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდალთან, გენერალ ტოდ ვოლტერთან თავდაცვის ძალების განვითარების გრძელვადიანი გეგმები და „ამბიციური რეფორმების“ მთავარი მიმართულებები განიხილა.
SACEUR General Wolters welcomed Georgia’s Chief of Defence Major General Matiashvili to SHAPE on Jan. 26. The two leaders & their respective staffs held talks on partner Georgia’s progressive commitment to NATO. @ModGovGe #StrongerTogether pic.twitter.com/STSQG8ssYJ
— SHAPE_NATO Allied Command Operations (@SHAPE_NATO) January 26, 2021
გენერალმა მათიაშვილმა ნატოს სპეციალური ოპერაციების შტაბის მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ ერიკ ვენდტთან შეხვედრაზე კი, ნატოს სპეციალური ოპერაციების შტაბთან თანამშრომლობისა და საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარების საკითხები განიხილა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)