ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი იცვლება
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) 28 იანვარს შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ თხოვნა დააკმაყოფილა, ტელეკომპანია „იმედის“ წილის გაყიდვის შესახებ, რომელიც მმართველი გუნდის მხარდამჭერი სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა.
შესაბამისი თხოვნით „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპმა“ კომისიას 20 იანვარს მიმართა, სადაც ნიდერლანდებში რეგისტრირებულ Media Finance Group B.V-ისთვის კომპანიის აქციების სრულად გადაცემაზე თანხმობას ითხოვდა.
შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ ჯგუფი“, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“, რადიო „იმედისა“ და GDS TV- ს 100%-იან წილებს ფლობს, გარდაცვლილი მილიარდერის ბადრი პატარკაციშვილის მეუღლის, ინა გუდავაძის კუთვნილებაა.
თავად კომპანია Media Finance Group B.V. -ის თანადამფუძნებელი, რომელსაც „იმედის“ ყიდვა სურს, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი ირაკლი რუხაძეა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)