ნაციონალურმა მოძრაობამ საზოგადოებას ახალი წევრები წარუდგინა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახლადარჩეულმა თავჯდომარემ ნიკა მელიამ 31 იანვარს საზოგადოებას პარტიის ახალი წევრები წარადგინა. მათ შორის არიან:
- რევაზ ჩომახიძე, 47 – ცნობილი წყალბურთელი;
- ბარბარა ჯიმელი-სულაშვილი – პოლიტიკის მეცნიერი;
- ანა გოგოლაძე, 28 – საჯარო მართვის მაგისტრი;
- სოფო ჯაფარიძე, 32 – ექიმი;
- ნონა მამულაშვილი, 41 – საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი;
- ზვიად ქვლივიძე, 45 – ბიზნეს-ადმინისტრირების და სამართლის მაგისტრი;
- გიორგი თარგამაძე, 31 – ბიზნეს-ადმინისტრირების მაგისტრი;
- მანუჩარ ახალაია, 46 – სამართლის მაგისტრი;
- გიორგი ჩალაძე, 35 – იურისტი;
- ნიკა ობოლაძე, 30 – იურისტი, გირჩის ყოფილი წევრი;
- ბაჩო დოლიძე, 40 – თბილისის მერიის ყოფილი სპიკერი;
- გიორგი ხვედელიანი, 28 – პოლიტეკონომიის მაგისტრი, ფილოსოფიის დოქტორანტი.
ახალი წევრების წარდგენისას ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მათი გუნდის დევიზი ილია ჭავჭავაძის ცნობილი ფრაზა „მოძრაობა და მარტო მოძრაობა“ იქნება.
პარტიის ერთ-ერთმა ახალმა წევრმა გიორგი თარგამაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად ახალი სამუშაო ადგილები სჭირდება, რაც „თავისუფალი საბაზრო ეკონომიკით, ნაკლები რეგულაციებით და ნაკლები ბიუროკრატიით“ შეიქმნება. „ეს არის ძირითადი მიმართულებები, რაზეც ჩვენ ვაპირებთ აქტიურ მუშაობას“, განაცხადა თარგამაძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)