შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს
31 იანვარს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელად ილია კვაღინიძე წარადგინა, რომელმაც ამ პოზიციაზე მამუკა საღარეიშვილი ჩაანაცვლა.
ილია კვაღინიძე 2020 წლის მაისიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მსახურობდა.
შიდა ქართლში პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ცვლილება შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე საკადრო გადაადგილებების ნაწილია. ამ დრომდე, სამ რეგიონში – კახეთში, გურიასა და სამცხე ჯავახეთში პოლიციის დეპარტამენტის დირექტორები უკვე შეიცვალნენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)