ფინანსთა სამინისტრომ 35 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2 თებერვალს გამართულ სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები, ხოლო სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაყიდა.
ეროვნული ბანკის ცნობით, სახაზინო ობლიგაციების აუქციონში მონაწილეობა ექვსმა კომერციულმა ბანკმა მიიღო და მოთხოვნამ 71 000 000 ლარი შეადგინა. აუქციონზე მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.000%-ით, მაქსიმალური 8.080%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.026%-ით ით განისაზღვრა.
რაც შეეხება სახაზინო ვალდებულებების აუქციონს, მასში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 42 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.980%, მაქსიმალური 8.040%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.002% იყო.
ასევე წაიკითხეთ:
- ფინანსთა სამინისტრომ 35 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა
- ფინანსთა სამინისტრომ 25 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა
- ფინანსთა სამინისტრომ 80 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა
- ფინანსთა სამინისტრომ 50 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა
- ფინანსთა სამინისტრომ 90 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა
- ფინანსთა სამინისტრომ 80 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)