საქსტატი: იანვარში წლიური ინფლაცია 2.8% იყო
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 3 თებერვალს გამოქვეყნებული მონაცემებით, იანვარში წლიური ინფლაცია 2.8% იყო, ხოლო წინა თვესთან შედარებით, ფასები 1.1%-ით გაიზარდა.
საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ჩამოყალიბებაზე გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 6.4%-ით გაიზარდა; ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები 9.7%-ითაა მომატებული; ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა – 10.8%-იანი ზრდა; ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე – 6.9%-იანი ზრდა; საცხოვრებელი, წყალი, ელექტრო ენერგია, აირი – 20.5%-იანი კლება.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებელზე ძირითადი გავლენა კი შემდეგ ჯგუფებში ფასების ცვლილებამ განაპირობა: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (2%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (1.4%-იანი ზრდა); საცხოვრებელი, წყალი, ელექტრო ენერგია, აირი – (1.9-იანი ზრდა).
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)