შსს-მ ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებისა და შემოტანისთვის ირანის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს 5 თებერვლის განცხადებით, სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებისა და ქვეყანაში შემოტანის ფაქტზე ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
შსს-ს განცხადებით, ბრალდებული საქართველოში დიდი ოდენობით „მეტადონის“ შემოტანას გეგმავდა. კერძოდ, თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე, სატვირთო ავტომანქანის ჩხრეკის დროს, დაკავებულის კუთვნილი ტვირთის შემოწმებისას, პოლიციამ 1 171 აბი „მეტადონი“ ამოიღო.
უწყებისვე განმარტებით, დაკავებულისგან, რომელიც თბილისში ცხოვრობდა, სამართალდამცველებმა 195 აბი ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ საკონტროლოდაც შეისყიდეს და პროცესი ფარულად გადაიღეს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
ასევე წაიკითხეთ:
- შსს-მ 9 ნარკორეალიზატორი დააკავა
- შსს-მ 1 კგ „ჰეროინის“ უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
- შსს-მ 0.5 კგ-მდე ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)