“Daily Herald”: საქართველოში ბოლშევიკებს დევნიან
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1921 წლის 9 თებერვალი, N30
„დეილი ჰერალდის“ წერილები
საქართველოში მყოფი ბოლშევიკების დევნის შესახებ
„დეილი ჰერალდმა“ მოათავსა რედაქციისადმი გაგზავნილი ორი წერილი საქართველოში მყოფ ბოლშევიკთა დაპატიმრების და გადასახლების შესახებ.
პირველი წერილის ავტორი შეკითხვას აძლევს „დამოუკიდებელ მუშათა პარტიის“ ხელმძღვანელთ, თუ როგორი პასუხი სურთ მათ გასცენ ბალშევიკების დევნას საქართველოში.
მეორე წერილის ავტორი უპასუხებს ამ კითხვას: „თავის თავად ცხადია, რომ ამ კითხვაზე საჭირო არ არის განსაკუთრებული პასუხის გაცემა. ლმობიერება შეუძლიათ მოითხოვონ მხოლოდ იმ პირთ რომელნიც ლმობიერებას იჩენენ თავის მოწინააღმდეგეთა მიმართ. ბალშევიკები მენშევიკებისა და სხვა თავის მოწინააღმდეგეთ ეპყრობიან, როგორც ბოროტმოქმედთ, რომელნიც უნდა დახვრეტილ იქმნენ. რა საკვირველია, რომ საქართველო ბევრად არჩევს ამ ვაჟბატონთა მოშორებას თავის ტერიტორიიდან“.