11-12 თებერვალი, 1921. საბჭოთა სომხეთის მხრიდან საქართველოს საბჭოთა არმია შემოესია

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1921 წლის 13 თებერვალი, N34

თავდასხმა. გენერალური შტაბის ცნობები

11-12 თებერვლის ღამეს სომხეთის მხრივ რეგულარული ჯარის ნაწილები თავს დაესხნენ ჩვენს მოწინავე სადარაჯოებს ბორჩალოს მაზრის სადგურ შაგალთან და სოფელ შინიხთან. ამასთანავე ბორჩალოს მაზრის მოსაზღვრე რუსი და სომეხი მოსახლეობა აჯანყდა და თავდამსხმელებს შეუერთდა. მცხოვრებთა ნაწილი ჩვენი ერთგული დარჩა და თავის დროზე შეგვატყობინეს მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ. ბეზობდალის გზით მომავალნი გავფანტეთ. ვორონცოვკის რაიონში აჯანყება ჩაქრობილია. შაგალის, უზუნლიარის და შინიხის რაიონებში ბრძოლაა.