ცხინვალის ციხიდან როკის გვირაბთან დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
როკის გვირაბთან 5 თებერვალს დაკავებული საქართველოს მოქალაქე ერიკ დრულევი დღეს ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს.
ახალგაზრდა მამაკაცი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას სოფელ ერგნეთში გადმოსცეს.
დრულევმა ქართულ მედიას განუცხადა, რომ ცხინვალის ციხეში მასზე „ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ“ და იგი „მძიმე პირობებში“ იმყოფებოდა.
საოკუპაციო ძალების მიერ დრულევის უკანონოდ დაკავების შესახებ ცნობები საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა 8 თებერვალს გაავრცელა, თუმცა არ განუმარტავს, როგორ აღმოჩნდა საქართველოს მოქალაქე როკის გვირაბის მიმდებარედ, რომელიც ოკუპირებული რეგიონის სიღრმეში, გამყოფი ხაზისაგან მოშორებით მდებარეობს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)