ოკუპირებულ აფხაზეთში „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები“ 11 აპრილს ჩატარდება
ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები“ რეგიონში 11 აპრილს ჩატარდება. მანამდე, „არჩევნები“ ორჯერ – 2020 წლის მარტის განმეორებითი „საპრეზიდენტო არჩევნების“ და კორონავირუსის პანდემიის მიზეზით – გადაიდო.
თავდაპირველად, „არჩევნები“ 2020 წლის 4 აპრილს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა 1 ნოემბრამდე გადაიდო. მოგვიანებით, პანდემიის ფონზე გაუარესებეული სიტუაციის გამო, ოკუპირებული რეგიონის ხელისუფლებამ სექტემბერში თქვა, რომ „არჩევნები“ არც ნოემბერში ჩატარდებოდა.
დაახლოებით 30 000 ეთნიკურ ქართველს გალის რაიონიდან არაღიარებულ „ადგილობრივი თვითმმართველობის, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში“ მონაწილეობის უფლება წართმეული აქვს მას შემდეგ, რაც 2014 და 2017 წლებში მათ „აფხაზეთის მოქალაქეობა“ ჩამოერთვათ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)