15 თებერვალი, 1921 – აზერბაიჯანის მხრიდან საბჭოთა ჯარები მოვიგერიეთ, ხრამთან უკან ვიხევთ
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1921 წლის 17 თებერვალი, N37
გენერალური შტაბის ცნობა
ტფილისი, თებერვლის 16. წარსულ ღამით რესპუბლიკის წინააღმდეგ გამოილაშქრა საბჭოთა აზერბაიჯანმაც. შემჩნეულ იქმნა ყაზახის მაზრიდან საბჭოთა ჯარების შემოტევა ფოილოს მიმარtულებითა და წითელი ხიდის წინააღმდეგ.
ფოილოს მიმართულებით მტრის ყოველგვარი ცდა მტკვარზე გადმოსასვლელად ჩვენ მიერ უკუგდებულ იქმნა. ჩვენ ავაფეთქეთ ფოილოს ხიდი.
წითელი ხიდის და სადახლოს მიმართულებით მყოფ ჩვენს ჯარებს ებრძანათ ხრამისაკენ დახევა.
ჯარების სულიერი განწყობილება მხნე და მტკიცეა. უკან დახევა სრულის წესრიგით სწარმოებს.