ვალიკო ჯუღელი: ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას და ვიწყებთ ომს!
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1921 წლის 17 თებერვალი, N37
თავდაცვისათვის
ომი არ გამოცხადებულა, მაგრამ უკვე დაიწყო ომი. დიდი და მძიმე ომი.
როგორც ყოველთვის ჩვენ დღესაც ზავი, მშვიდობიანობა გვინდოდა. მაგრამ დაუცხრომელი მტერი ჩვენ მშრომელი ხალხისა კვლავ ქურდულათ, მუხანათურად, ვერაგულათ დაგვეცა.
ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას და ვიწყებთ ომს!
მთელი ჩვენი ძალებით და აღფრთოვანებით ვიწყებთ ამ ომს.
მთელი ხალხის ენერგია ფრონტის ირგვლივ უნდა დაგროვდეს. ყველა კითხვები დროებით განზე უნდა გადიდვეს და მხოლოდ ფრონტზე უნდა ვიზრუნოთ. ზურგმა თავი ფრონტს უნდა ანაცვალოს.
ქვეყნის დაცვა და განმტკიცება დიდ მსხვერპლს მოითხოვს. ყველამ უნდა გაიღოს ეს მხვერპლი. ვისაც რით შეუძლია. ქონებით, შრომით სისხლით. და გამარჯვება ჩვენი იქნება. ისე, როგორც ყოველთვის. გამარჯვება დიდი, ბრწყინვალე.