საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2021 წლის იანვარში
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 15 თებერვალს გამოქვეყნებული ექსპრეს მონაცემების თანახმად, 2021 წლის იანვარში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 16.3%-ით შემცირდა და 763.9 მლნ აშშ დოლარი გახდა.
2021 წლის იანვარში ექსპორტის მოცულობა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 16.2%–ით შემცირდა და 224.4 მლნ აშშ დოლარი გახდა. იმპორტის მოცულობა 16.4%-ით შემცირდა და 539.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი – 315.0 მლნ. აშშ დოლარი იყო, რაც 2021 წლის იანვრის საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2%-ია.
საქსტატი 2021 წლის იანვრის საგარეო ვაჭრობის შესახებ დეტალურ მონაცემებს 19 თებერვალს გამოაქვეყნებს.
ასევე წაიკითხეთ:
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2020 წელს
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2020 წლის იანვარ-ნოემბერში
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2019 წელს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)