სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტს ვიდეო ფორმატში ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 22 თებერვალს ლიეტუველ კოლეგას, გიტანას ნაუსედას ვიდეო ფორმატში ესაუბრა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ორი ქვეყნის ლიდერებმა საქართველოს „ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ურყევი სვლა“ განიხილეს და საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის, ლიეტუვის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა ნაუსედამ Twitter-ზე დაწერა, რომ საუბრისას მან საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მისწრაფებისადმი ლიეტუვის მხარდაჭერა გამოხატა. მისივე თქმით, მხარეებმა მოახლოებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე პარტნიორობის ამბიციური დღის წესრიგი, ასევე კორონავირუსთან ბრძოლის ზომები და მისი შედეგები განიხილეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)