აშშ-ის საელჩო: საქართველომ უკან დაიხია დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ განაცხადა, რომ „ღრმად არის შეშფოთებული მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო ამ დილით პარტიის სათავო ოფისში“.
საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ „დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე“.
განცხადების თანახმად, „ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო“.
„შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით“, – განაცხადა საელჩომ.
„ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა“, – ნათქვამია განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)