დღევანდელ მიტინგზე ოპოზიციამ ახალი მასშტაბური აქცია დააანონსა
სამართალდამცველების მიერ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები ხელისუფლების მიმართ პროტესტის გამოსახატად მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბნენ.
შეკრებილებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ევროპული სქართველოს, ლელოსა და ლეიბორისტული პარტიების ლიდერებმა მიმართეს და 26 თებერვალს, თბილისში, ფილარმონიიდან მასშტაბური საპროტესტო მსვლელობა დააანონსეს.
სიტყვით გამოსვლისას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ ოპოზიცია „განმათავისუფლებელ მოძრაობას“ იწყებს და რომ ახლა პარტიული განსხვავებების დრო აღარ არის. მისივე თქმით, ქართულმა ოცნებამ ნიკა მელიას დაკავებით ქვეყნის საბოლოოდ დასაკუთრება გადაწყვიტა.
ლიდერების სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ, მომიტინგეები მთავრობის კანცელარიიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით დაიძრნენ, სადაც საპროტესტო აქცია ამ დრომდე გრძელდება.
ასევე წაიკითხეთ:
- არასამთავრობო ორგანიზაციები ნიკა მელიას დაკავებას გმობენ
- ნიკა მელიას დაკავებას „ოცნების“ მისამართით მწვავე საერთაშორისო გამოხმაურებები მოჰყვა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)