ნათია მეზვრიშვილი: ნიკა მელიას დაკავებამ „ქვეყანა დახია უკან“
მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა 23 თებერვალს განაცხადა, რომ ნიკა მელიას დაკავებამ „ქვეყანა დახია უკან“.
„არავინ ამბობს, რომ კანონი არ უნდა აღსრულდეს, მაგრამ არა ქვეყნის ინტერესების, იმიჯის და დასავლური გზით განვითარების მომავალი პერსპექტივის ხარჯზე“, – თქვა ნათია მეზვრიშვილმა, რითაც მელიას დაკავებაზე საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურებაზე მიუთითა.
მანვე განმარტა, რომ პროკურატურას შეეძლო, მელიას დაკავებამდე ჯერ მისი მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების ან ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის რისკებზე ემსჯელა.
„ანუ, მარტივად შეიძლებოდა მოცემულ შემთხვევაში ბრალდებული, განაჩენის გამოტანამდე, აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩენილიყო“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
მეზვრიშვილმა თანამდებობა 2020 წლის ნოემბერში მოულოდნელად დატოვა და არც გადადგომის მიზეზები განუმარტავს. იგი მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე 2019 წლის ოქტომბრიდან მსახურობდა.
ასევე წაიკითხეთ:
- გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა
- ნიკა მელიას დაკავებას „ოცნების“ მისამართით მწვავე საერთაშორისო გამოხმაურებები მოჰყვა
- სასამართლომ ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
- პროკურატურამ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის თხოვნით პარლამენტს მიმართა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)