ქართული ოცნების დეპუტატები „ემოციურ“ ომბუდსმენს მელიასთან დაკავებაზე განცხადებისთვის აკრიტიკებენ
„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა 23 თებერვალს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მას შემდეგ გააკრიტიკეს, რაც მან ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას „სამარცხვინო“ უწოდა. ლომჯარიამ განაცხადა, რომ მელიას დაკავებას „დასავლური სამყაროსგან საქართველოს გაუცხოება და დაშორება“ მოჰყვება.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ლომჯარიას პარლამენტში მოუწევს დაასაბუთოს, თუ რა იყო მისი ასეთი „ემოციური“ განცხადების საფუძველი.
ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ასევე განაცხადა, რომ სახალხო დამცველმა „ჯობია ემოციურ შეძახილებს თავი დაანებოს და სამართლებრივად შეაფასოს ვითარება… გადააჭარბა, თუ არა ძალას პოლიციამ, სწორი გადაწყვეტილებაა სასამართლოსი, თუ არა“.
„სახალხო დამცველი არის ნაცდამცველი“, – განაცხადა ვოლსკიმ და ლომჯარია სახელმწიფო მოხელეების საჯარო შეურაცხყოფაზე თვალის დახუჭვაში დაადანაშაულა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ იგი სახალხო დამცველს „სერიოზულ და კომპეტენტურ“ პირად არ მიიჩნევს და აღნიშნა, რომ ლომჯარია პოლიტიკოსების გარდა სხვა პატიმრებს არ ხვდება. წულუკიანს ჯერ კიდევ იუსტიციის მინისტრის რანგში მოუვიდა ლომჯარიასთან უთანხმოება, როდესაც იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურმა სამსახურმა ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც სახალხო დამცველის წარმომადგენლებსა და პატიმრებს შორის შეხვედრაა ნაჩვენები.
ლომჯარიამ ვოლსკის სპეცოპერაციის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ოფისში სტუმრობის დროს უპასუხა: „მე ვარ ასევე, მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის დამცველი იმიტომ, რომ სახალხო დამცველი, პირველ რიგში, უნდა იცავდეს იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დაცვა და მე ვფიქრობ, რომ დღეს ოპოზიციას, და განსაკუთრებით, ნაციონალური მოძრაობას სჭირდება დაცვა“.
„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა, მათ შორის, გია ვოლსკიმ, არ იციან სახალხო დამცველის მანდატი, განაცხადა ლომჯარიამ მოგვიანებით, როდესაც ის რუსთავის ციხეში მელიას მოსანახულებლად მივიდა.
ასევე წაიკითხეთ:
- ომბუდსმენი პატიმრებთან მისი „კონფიდენციალური“ ვიზიტების „უკანონოდ“ გასაჯაროებაზე საუბრობს
- სახალხო დამცველი სახელმწიფო ინსპექტორს წულუკიანის ქმედების კანონიერების შესწავლისკენ მოუწოდებს
- სახელმწიფო ინსპექტორმა იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური 500-500 ლარით დააჯარიმა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)