ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქეს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2 მარტის განცხადებით, ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლებამ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს გენადი ბესტაევს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

„საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ცენტრალური ხელისუფლების მიერ მკაცრად იქნება დაყენებული, 5 მარტს ჩანიშნულ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შეხვედრებზე“, – სუს-ის განცხადებაში.

გორის რაიონის სოფელ ზარდიაანთკარის მკვიდრი, გენადი ბესტაევი 2019 წლის ნოემბერში „საზღვრის უკანონო გადაკვეთისა“ და „ნარკოტიკული ნივთიერების კონტრაბანდის“ ბრალდებით დააკავეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)