მედია: ევროკავშირის შუამავლობით განახლებული დიალოგისას ექვს საკითხზე იმსჯელეს
„რადიო თავიუფლებამ“ იმ საკითხების ექვსპუნქტიანი ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებზეც მათი ცნობით, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ევოპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით 1 მარტს განახლებული დიალოგის ფორმატში იმსჯლეს. ესენია:
- ამბიციური საარჩევნო რეფორმა;
- კანონის უზენაესობა და სასამართლო რეფორმა. კერძოდ, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არჩევნების საკითხები და კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება;
- პოლიტიკური მართლმსაჯულება, მათ შორის, სავარაუდო პოლიტპატიმრების საკითხის გადაჭრა;
- პარლამენტში ძალთა გადანაწილება, რაც პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას, აგრეთვე პასუხისმგებლობებისა და როლების სამართლიან გადანაწილებას გულისხმობს;
- პოტენციური ახალი არჩევნები და ადგილობირივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება;
- ფასილიტაცია-მედიაციის გაგრძელება და 15 მარტს, ევროკავშრი-საქართველოს ასოცირების საბჭოს შეხვედრაზე მიღწეული პროგრესის გადამოწმება.
ასევე წაიკითხეთ:
- ევროკავშირის შუამავლობით პრემიერი და ოპოზიცია დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ
- პრეზიდენტი: ევროკავშირის შუამავლობა ჩვენგან „პასუხისმგებლობის აღებას“ მოითხოვს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)