5 მარტი, 1921: ქართული სამხედრო ნაწილების კონტრშეტევა წარუმატებლად დასრულდა

წყარო: დამოუკიდებლობის 1028 დღე, თსუ, 2013.

• შუაღამისას გვარდიის შენაერთებმა ხაშურის აღმოსავლეთით თვითნებურად მიატოვეს საკუთარი პოზიციები და უკან დაიხიეს, რამაც გამოიწვია იმის საფრთხე, რომ ქართული შენაერთები თვითონ მოქცეულიყვნენ ალყაში, ამიტომ კვინიტაძემ უკანდახევის ბრძანება გასცა.

• ქართული ნაწილები განლაგდნენ ლიხის ქედის აღმოსავლეთით.  

• ოსმა პარტიზანებმა დაიკავეს ქალაქი ცხინვალი.  

• მამისონის უღელტეხილიდან გადმოსული რუსული ნაწილები შევიდნენ ცაგერში.