8 მარტი, 1921: რევკომი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას ომის შეწყვტისაკენ მოუწოდებს
წყარო: დამოუკიდებლობის 1028 დღე, თსუ, 2013.
არჩეულ იქნა საქართველოს რევოლუციური კომიტეტის პრეზიდიუმი, ფილიპე მახარაძის თავმჯდომარეობით.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას რადიოს საშუალებით მიმართა საქართველოს რევკომმა, შეახსენა მათი მძიმე მდგომარეობა და მოუწოდა ომის შეწყვეტისა და იარაღის ჩაბარებისაკენ.
რუსები შევიდნენ ქალაქ ახალციხეში. მათ ტყვედ ჩაუვარდათ 212 ჯარისკაცი, 1 ოფიცერი და 4 ზარბაზანი.
რუსულმა ნაწილებმა დაიკავეს მანგლისი