9 მარტი, 1921: წითელი არმიის ნაწილები ქუთაისს მიუახლოვდნენ

წყარო: დამოუკიდებლობის 1028 დღე, თსუ, 2013.

• აფხაზეთის ფრონტზე რუსულმა ნაწილებმა გადალახეს მდინარე ენგური და დაიკავეს ზუგდიდი.

• მამისონიდან გადმოსული რუსული შენაერთების ერთი პოლკი აწარმოებდა ბრძოლებს წყალტუბოსა და ფარცხანაყანევის მიმართულებით და საღამოსათვის მიუახლოვდნენ სამტრედიას 10-15 კილომეტრით, ჩნდებოდა სერიოზული საფრთხე ქუთაისში მყოფი მთავრობისა და ჯარის ნაწილის ალყაში ჩავარდნისა.  

• საქართველოს რესპუბლიკა „დე იურედ“ ცნო ჰაიტიმ.