11 მარტი, 1921: სახალხო გვარდიამ ოკუპირებული ქუთაისიდან რესპუბლიკის ქონება გამოიხსნა
წყარო: დამოუკიდებლობის 1028 დღე, თსუ, 2013.
ქართულმა ჯავშანმატარებელმა ალფეს გოგუაძის მეთაურობით შეუტია ქუთაისის სადგურს და გამოიხსნა იქ დატოვებული ქონების ნაწილი. მოწინააღმდეგის ერთნახევარი ასეული კი, რომელიც სადგურს იცავდა, თითქმის მთლიანად განადგურებულ იქნა.
დილის 11 საათზე მაიორ თალაათ ბეის მეთაურობით ბათუმში შევიდა თურქული ბატალიონი თითქოსდა ქართველთა დასახმარებლად.
ახალციხიდან დაიძრა ჟლობას შენაერთი გოდერძის უღელტეხილის გავლით, ბათუმზე სალაშქროდ.
რუსული ნაწილები შევიდნენ ზესტაფონსა და სოფელ სვირში.
რუსულმა ნაწილებმა დაიკავეს სენაკი.