12 მარტი, 1921: დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა რევკომს საბრძოლო მოქმედებების დროებით შეჩერებას სთხოვს
წყარო: დამოუკიდებლობის 1028 დღე
ქართულმა ნაწილებმა დაიხიეს რიონის მარცხენა სანაპიროსაკენ და გამაგრდნენ საჯავახოს ხაზზე.
გრიგოლ ლორთქიფანიძემ რევკომს „რადიო მიმართვა“ გაუგზავნა და საომარი მოქმედებების დროებით შეჩერება და მოლაპარაკებების დაწყება ითხოვა.