რუსეთს სურს დეპორტირებულ ქართველებს კომპენსაცია ევროპის საბჭოს მეშვეობით გადაუხადოს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1 398-ე შეხვედრაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში, მინისტრთა მოადგილეები მიესალმნენ რუსეთის ხელისუფლების განცხადებას, რომ მისი სურვილია რუსეთიდან მასობრივად დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეებს კომპენსაციები და დარიცხული პროცენტი გადაუხადოს და ამ საქმეში შუამავლად ევროპის საბჭო გამოიყენოს.
გამოხატეს რა „ღრმა შეშფოთება“, რომ რუსეთს კომპენსაცია ჯერაც არ გადაუხდია, მინისტრთა მოადგილეებმა ხაზი გაუსვეს, რომ მნიშვნელოვანია, რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებებმა „სწრაფად წაიწიონ წინ“ და ხელი მოაწერონ ურთიერთგაგების მემორანდუმებს, რაც კომპენსაციის გადახდას უზრუნველყოფს.
მინისტრთა მოადგილეებმა გადაწყვიტეს, რომ საკითხის განხილვა 1 406-ე შეხვედრაზე განაახლონ (2021 წლის ივნისში) იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება მათ 2021 წლის 15 აპრილისთვის წარუდგენს.
ასევე წაიკითხეთ:
- ევროპის საბჭო „დაჟინებით მოუწოდებს“ რუსეთს, დეპორტირებულ ქართველებს კომპენსაცია გადაუხადოს
- ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი ქართველთა დეპორტაციის საქმეზე რუსეთს კომპენსაციის „დაუყოვნებლივ“ გადახდას მოუწოდებს
- სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს 2006 წელს ქართველების დეპორტაციის გამო 10 მლნ ევროს გადახდა დააკისრა
- ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განაჩენი საქართველო vs რუსეთის დეპორტაციის საქმეზე
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)