აცრის შემდეგ მედდა სავარაუდო ანაფილაქსიური რეაქციით გარდაიცვალა
კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის შემდეგ, სავარაუდო ანაფილაქსიური (ალერგიული) რეაქციის შედეგად დღეს 27 წლის მედდა გარდაიცვალა. მედდამ ასტრაზენეკას პირველი დოზა გუშინ ახალციხის საავადმყოფოში საჯაროდ, კამერების წინ მიიღო და ვაქცინაციისკენ სხვა კოლეგებსაც მოუწოდა. შემდგომი გართულებების შემდეგ, იგი გუშინ, გვიან ღამით, თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადდმოიყვანეს.
ჯანდაცვის უწყებამ შემთხვევის შესწავლა და მომხდარის მიზეზების დადგენა გუშინვე დაიწყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გუშინ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე თქვა, რომ ჯამში უკვე აცრილი 3 365 პირიდან სერიოზული გართულება მხორლოდ 4 შემთხვევაში გამოვლინდა.
გუშინვე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დიდი ბრიტანეთის მონაცემებზე დაყრდნობით განმარტა, რომ გაკეთებული 5 მლნ ვაქცინიდან ანაფილაქსიური რეაქცია მხოლოდ 41 შემთხვევაში გამოვლინდა და ლეტალური შედეგით არცერთი დასრულებულა.
მომხდარის მიუხედავად, საქართველოს იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა ქვეყანაში ასტრაზენეკათი ვაქცინაციის პროცესის გაგრძელების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მედიკამენტების ევროპულმა სააგენტომ თქვა, რომ კოვიდ-19-ის პრევენციისთვის ასტრაზენეკას ვაქცინა „უსაფრთხო“ და „ეფექტიანია“. სააგენტომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ვაქცინის სარგებელი შესაძლო რისკებს წონის.
ქვეყანაში ვაქცინაცია15 მარტს დაიწყო. პირველ ეტაპზე იმუნიზაციის პროცესში მედპერონალია ჩართული.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)