სასამართლომ შაქარაშვილის საქმის ძალადობის ნაწილში ბრალდებულ 5 სრულწლოვანს პატიმრობა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, გასული წლის ივნისში, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ნაწილში ბრალდებული ხუთი სრულწლოვანი დამნაშავედ ცნო.
სასამართლომ, მათგან ოთხს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობისთვის 5-5 წლიანი, ერთს კი, რომელსაც გამოძიებიება პირისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასაც ედავებოდა, 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ორ არასრუწლოვანს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 10.5-10.5 წლიანი პატიმრობა 16 მარტს მიუსაჯა, სამ სრულწლოვანს კი – 16-16 წლით თავისუფლება 9 მარტს აღუკვეთა.
ამასთან სასამართლომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობისთვის კიდევ 6 პირი დამნაშავედ გასული წლის ნოემბერში ცნო.
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ გასული წლის ივნისში ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 17 პირი დააკავა. მოგვიანებით, აგვისტოში, 5 მათგანს ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმა.
ასევე წაიკითხეთ:
- სასამართლომ შაქარაშვილის საქმეზე ორ არასრულწლოვანს 10.5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
- სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში 5 პირი დამნაშავედ ცნო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)